საქართველოსიახლეები

“2019 წელს, 144 ათასზე მეტი ბავშვი 50-ლარიან დახმარებას მიიღებს”

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბავშვებში სიღარიბის დონის შემცირების მიზნით, მომავალი წლიდან, ახალი პროგრამა იწყება, რომელიც 100 ათას სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის თითოეულ ბავშვზე 50-ლარიანი დახმარების გაცემას გულისხმობს.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

ფინანსთა მინისტრის თქმით, გაორმაგდება დღეს არსებული 10-ლარიანი დახმარება და ოჯახებს დამატებით გამოეყოფათ 30-ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებას ისინი შეძლებენ საკვები პროდუქტების შესაძენად.
„აღნიშნულ დახმარებას მიიღებს 144 ათასზე მეტი ბავშვი და ჯამში, ამ მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 70.0 მლნ ლარამდე. აღნიშნული პროგრამის დაწყება მათ შორის ეხმიანება მსოფლიო ბანკის „ადამიანური კაპიტალის ინდექსის” კვლევის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელიც ეხება 5-წლამდე ბავშვების განვითარების მაჩვენებელს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button