მნიშვნელოვანისიახლეები

2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, 80%-ით გაიზარდა მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება,,-პრემიერი

,,დღეს ტყიბული ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე იყო 10, 20 და 30 წლის წინ,,,,-კობახიძე

ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია ტყიბული და მეშახტე. ტყიბული იწოდება მეშახტეების ქალაქად და ყველას მინდა, მოგილოცოთ „მეშახტის დღე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტყიბულში, მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, 80%-ით გაიზარდა მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს, რაზეც საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას.

„მინდა, მოგილოცოთ, ყველას, „მეშახტის დღე“. ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია ტყიბული და მეშახტე. ტყიბული იწოდება მეშახტეების ქალაქად და ყველას მინდა, მოგილოცოთ „მეშახტის დღე“. მეშახტის შრომა არის გამორჩეულად რთული შრომა, თუმცა, ასევე გამორჩეულად საამაყო. განსაკუთრებული პატივისცემა მინდა, გამოვხატო თითოეული მეშახტის მიმართ. მე მახსოვს, 2017-2018 წლებში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა იყო, რაც დაკავშირებული იყო მეშახტის შრომასთან. პრობლემები იყო შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შახტების გადაიარაღებასთან, შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მიხარია, რომ 2019 წლის შემდეგ, ეტაპობრივად, ეს პრობლემები გადაჭრის გზაზეა. 80%-ით გაიზარდა მას შემდეგ მეშახტეების ხელფასი, გადაიარაღდა შახტები, გაუმჯობესდა შრომის უსაფრთხოება და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პროცესი ასე გაგრძელდეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ გაგრძელდება შახტების განვითარება, რაც რა თქმა უნდა, აისახება ტყიბულელებზე, მათ დასაქმებაზე, შრომის ანაზღაურებაზე და ამაზე, ჩვენ, საქართველოს მთავრობა ვიღებთ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი იმაზე, რომ ტყიბულს არ მოვაკლოთ მზრუნველობა, ყურადღება და გარწმუნებთ, რომ შემდეგი წლების განმავლობაშიც განვაგრძობთ აუცილებლად ტყიბულზე ზრუნვას. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ “ტყიბულქალაქობა” და “მეშახტის დღე”,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე განცხადებით ტყიბული არის მართლაც გამორჩეული ქალაქი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, გამორჩეულია თავისი არაჩვეულებრივი ტყიბულელებით, გამორჩეულად ღირსეული, თბილი, მშრომელი და პატრიოტი ადამიანებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტყიბულქალაქობისა და მეშახტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის პროექტი, რომელიც განხორციელდა ტყიბულში, ურბანული განახლების პროექტის სახით, არის მართლა გამორჩეული მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„გილოცავთ ყველას ტყიბულქალაქობას, ამ უმშვენიერესი, ულამაზესი ქალაქის დღეს. ტყიბული არის მართლაც გამორჩეული ქალაქი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის და პირველ რიგში, გამორჩეულია თავისი არაჩვეულებრივი ტყიბულელებით, გამორჩეულად ღირსეული, თბილი, მშრომელი და პატრიოტი ადამიანებით. კიდევ ერთხელ მინდა თქვენ მოგესალმოთ და მოგილოცოთ თქვენი ქალაქის დღე.

როგორც მოგეხსენებათ, მე რაჭველი ვარ და ისევე, როგორც ყველა რაჭველისთვის, ჩემთვისაც ტყიბული არის გამორჩეულად ახლობელი ქალაქი. დაახლოებით 30 წელია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თითქმის ყოველ წელს მიწევს ტყიბულში ჩამოსვლა და ჩემს თვალწინ გაიარა ტყიბულის განვითარებამ, ისტორიამ მთელი ამ 30 წლის განმავლობაში. მე მახსოვს 90-იანი წლები, ურთულესი წლები ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ამ ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, რომ განსაკუთრებულად აისახა კონკრეტული მოვლენები ტყიბულის განვითარებაზე 90-იან წლებში და შემდეგი 10 წელიც გვახსოვს, როდესაც ნაკლები ყურადღება ექცეოდა ამ ქალაქს. დღეს ეს ქალაქი, ტყიბული არის ბევრად უფრო განვითარებული, ვიდრე იყო 10, 20 და 30 წლის წინ. ის პროექტი, რომელიც განხორციელდა ტყიბულში, ურბანული განახლების პროექტის სახით, არის მართლა გამორჩეული მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქალაქს უბრალოდ ვერ იცნობთ, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმებით. ტყიბული დღეს არის გამორჩეულად ლამაზი და ამაში განსაკუთრებული წვლილი იმ პროექტმა შეიტანა, რომელიც განხორციელდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ. ყველას მინდა მოგილოცოთ განახლებული ტყიბული. ასევე, როგორც რაჭველმა არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არაჩვეულებრივი სანახაობაა ნაქერალადან დანახული ტყიბული, ულამაზესი ლანდშაფტი, რომელიც ახასიათებს ამ ქალაქს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button