სპორტი

2020 წლის პლანეტის უძლიერესი ჩემპიონატები დასახელდა

IFFHS – მა (ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია) მსოფლიოს ეროვნული ჩემპიონატების 2020 წლის შემაჯამებელი რეიტინგი გამოაქვეყნა.

პირველი ადგილი იტალიის ეროვნულ ჩემპიონატს ერგო. სერია A-მ ეს ტიტული 14 წლის ლოდინის შემდეგ დაიბრუნა.

მსოფლიოს 80 საუკეთესოს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრები 75-ე ადგილზე დასახელდა. შედეგი საკმარისზე მეტად გაუარესებულია, რადგან 2019 წლის რეიტინგით ეროვნული ლიგა 51- ე პოზიციას იკავებდა.

საქართველოს ჩემპიონატი 173 ქულით მხოლოდ ალჟირის, ნიგერიის,კოსოვოს, ანგოლის და ბოსნიის ეროვნულ ჩემპიონატებს უსწრებს.

2020 წლის ტოპ 5 ასე გამოიყურება
1. სერია A (იტალია) – 1026 ქულა
2. პრემიერ-ლიგა (ინგლისი) – 1003 ქულა
3. სერია A (ბრაზილია) – 964 ქულა
4. ლა-ლიგა (ესპანეთი) – 954 ქულა
5. ბუნდეს-ლიგა (გერმანია) – 864 ქულა

მსგავსი პოსტები

Back to top button