მსოფლიოსიახლეები

პარიზში პოლიციამ 34 ადამიანი დააკავა

პარიზში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მიღებული უსაფრთხოების ზომების ფარგლებში, სამართალდამცველებმა 34 ადამიანი დაკავეს.

მათი დაკავება ძალადობისა და საკუთრებისთვის ზიანის მიყენების მომზადების ბრალდებით მოხდა.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, საუბარია ძირითადად რეგიონებიდან ჩამოსულ პირებზე. პრევენციული ზომების გატარების ფარგლებში, პოლიცია მათ ჩხრეკას აწარმოებს. ზურგჩანთებში მათ ნიღბები, შურდულები, ჩაქუჩები აღმოუჩინეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქცია გაიმართება. საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მასშტაბით 89 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული, აქედან 8 000 – პარიზში. აღსანიშნავია, რომ გასულ შაბათს საფრანგეთის მასშტაბით საპროტესტო აქციებისას მობილიზებული იყო 65 000 პოლიციელი, აქედან – 5000 პარიზში. ამასთან, ჯავშანმანქანები მობილიზებული იქნება ყველაზე სარისკო რაიონებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button