მნიშვნელოვანისაქართველო

2020 წლის არჩევნები 120/30-ზე თანაფარდობით ჩატარდება [Video]

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. – ამის შესახებ დღეს, 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართული არაფორმალური შეხვედრისას გადაწყდა.

არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.

როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, აღნიშნულზე მემორანდუმი გაფორმდა და მას ხელი მოეწერა.

სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხდა, იმაზეც, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.

არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა და ამ შეთანხმების შემდეგ ყველამ აიღო პასუხისმგელობა, რომ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, საარჩევნო საკითხებზე ეს, ამ ფორმატში ბოლო შეხვედრა იყო, თუმცა „ხელისფულების სურვილია, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნდეს.“

„იყო სხვადასხვა ულტიმატუმები, მკვეთრი პოზიციები და შეუთანხმებლობა, მაგრამ დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა და ამ შეთანხმების შემდეგ ყველამ აიღო პასუხისმგელობა, რომ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე და ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზებთ ახალ დემოკრატიულ არჩევნებს, რომელიც იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით ჩატარდება ვიდრე ნებისმიერი წინა არჩევნები. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საარჩევნო საკითხებზე ეს იყო ბოლო შეხვედრა ამ ფორმატში თუმცა ჩვენი, როგორც ხელისფულების სურვილია, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნდეს.

პოლიტიკური პატიმარი – ასეთი ჩანაწერი ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს, არსებობს ჩანაწერი რომ მართლმასაჯულება არ უნდა მოხდეს რომელიმე მხარის მიერ და არ უნდა იყოს პოლიტიკური მოტივებისთვის გამოყენებული. ჩვენ პირველ რიგში ჩვენს პასუხისმგელობას ამ მიამრთულებით ბოლომდე შევასრულებთ კონკრეტული სახელებით და გვარებით ჩანაწერი ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს. მოკლე დროში ამერიკის საელჩო გაავრცელებს განცხადებას და ტესტებს თუ რაზე მოხდა შეთანხმება,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გრიგოლ ვაშაძე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი

“ყველა პოლიტიკური დევნისთვის შეთითხნილი საქმეები გაჩერდება,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიცია და უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, აღნიშნულის შესახებ გარანტიები უმრავლესობისგან მიიღეს.

“გვარები არ არის ჩაწერილი, მაგრამ შეთანხმება არსებობს. შეთანხმება არსებობს, რომ უნდა გამოვიდნენ და ის საქმეები, რომლებიც წარმოებულია პოლიტიკური ზეწოლის მიზნით, შეწყდეს.

ვიცი არჩილ თალაკვაძემ რა თქვა. ტერმინებზე ნუ ვიდავებთ, ამას შეგვიძლია დავარქვათ პოლიტპატიმრები, ან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები. შეგიძლიათ დაარქვათ, რაც გნებავთ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. გვარების ჩამონათვალი ასჯერ მაქვს გაკეთებული. ამის გარეშე ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს არ გადავდგამთ,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უმრავლესობის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების მედიატორობით დაიწყო. სადაც მმართველმა გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირებას სთავაზობდა.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატების ორგანიზებული მოლაპარაკებები ოპოზიციონერ გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა. თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა.

უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით შემდგომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებდა და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდებოდა, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას არ მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემს. ოცნების დეპუტატებმა უგულავას პატიმრობა “ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს”.

ოპოზიციას და მმართველმა გუნდს შორის დიალოგი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე გაგრძელდა. ოპოზიციის აცხადებდა, რომ ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოცნებასთან შეთანხმებაზე უარს ამბობდნენ.

შეთანხმებას წინ უსწრებდა აშშ-ს ახალი ელჩის კელი დეგნანის ვრცელი ინტერვიუ, რომელიც მან რადიო “თავისუფლებას” მისცა. ელჩმა განაცხადა რომ”ყველა მხარეს – ოპოზიციასაც და მმართველ პარტიასაც ესმით, რა დევს სასწორზე, როცა ცდილობ გქონდეს სუფთა, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები”

ნახეთ ინტერვიუ, რომელსაც ჟურნალისტი ნინო გელაშვილი უძღვება.

„8 მარტი, 2020 ჩვენ, ხელისმომწერი პარტიები, ჩავერთეთ დიალოგში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, რაც საქართველოს ხალხის ნებას ასახავს. ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით“, – ვკითხულობთ ხელისუფლების და ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button