მნიშვნელოვანისაქართველო

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. განცხადება ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.  ივანიშვილის განცხადებით, ფართომასშტაბიანი რეფორმის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. არჩევნები ჩატარდება ნულოვან საარჩევნო პირობებში. 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული სისტემის შემთხვევაში ბუნებრივად აქვს მმართველ პარტიას. ივანიშვილის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გამოწვევები,რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.  

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.საზოგადოებას მოეხსენება რომ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი,რომლის ფარგლებშიც გადაწყდა,რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და ფლურალისტულ ევროპულ სტანდარტს. ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა“-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button