არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს გახდება ცნობილი

2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს გახდება ცნობილი.
ცესკო-ს სხდომაზე დღესვე უნდა დასახელდეს კონკრეტული თარიღი თუ როდის ჩატარდება მეორე ტურები.
წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური შესაძლოა დაინიშნოს ექვს მუნიციპალიტეტში. ესენია: ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ქუთაისი და მარტვილი.
ცესკოს სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.