სპორტ-ნიუსისპორტი

2021 წლის საუკეთესო მწვრთნელის გამოსავლენად ფიფამ 3 კანდიდატი დაასახელა

2021 წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე ფიფამ სამი ნომინანტი დაასახელა

პრეტენდენტების სია ასე გამოიყურება: მანჩესტერ- სიტის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა; იტალიის ნაკრების თავკაცი რობერტო მანჩინი და ლონდონის ჩელსის დამრიგებელი თომას ტუხელი.

გასულ წელს ზეპ გვარდიოლამ მანჩესტერ-სიტისთან ერთად ინგლისის ჩემპიონატი და თასი მოიგო. ასევე: გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა.

რობერტო მანჩინიმ სკუადრა აძურას ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი მოაგებინა.როგორც უკვე იცით,ევროპირველობა კოვიდპანდემიის გამო, ერთი წლის დაგვიანებით,შარშან გაიმართა.

რაც შეეხება გერმანელ სპეციალისტს,- ტუხელი არისტოკრატებთან ერთად ჩემპიონთა ლიგის და ევროპის სუპერთასის მფლობელი გახდა.

ფიფას პრემიის დაჯილდოვების ცერემონიალი 17 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ლივერპულის თავკაცს,იურგენ კლოპს ერგო.

მსგავსი პოსტები

Back to top button