2022 წლის ბიუჯეტის განხილვა

2022 წლის ბიუჯეტის ახალ პროექტს, დღეს პირველი მოსმენით სესიაზე განიხილავენ. მომდევნო წლისთვის ფინანსური გეგმა 18 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით განისაზღვრა.
პროექტის მიხედვით, სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე, დაფინანსება ეზრდებათ სამინისტროებს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ დოკუმენტში გათვალისწინებულია მასწავლებლების ხელფასებისა და პენსიის ზრდა.
რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, ნაწილი პროექტს იწუნებს და განმარტავს, რომ მას დახვეწა სჭირდება.
პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტი ცუდი არ არის და ნაბიჯი სწორი მიმართულებით არის გადადგმული, თუმცა მისივე თქმით, ძალიან დიდი პოტენციალი იყო ხარჯების კიდევ უფრო შესამცირებლად.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუას და “გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილის ხმა