კრიმინალი

2022 წლის ბიუჯეტის პროექტს, დღეს, ონლაინ რეჟიმში განიხილავენ

თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს, დღეს, ონლაინ რეჟიმში განიხილავენ.

თელავის 2022 წლის ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით 5 მილიონით არის გაზრდილი და ის, 27 მილიონ 695 ათას 500 ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის პროექტით ინფრასტრუქტურულ ღონისძიებების დაფინანსებისთვის, 8 მილიონ 729 ათასი ლარია გათვალისწინებული.

მუნიციპალიტეტის ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 900 ათასი ლარით არის გაზრდილი და 5 მილიონი ლარით განისაზღვრება.

ბიუჯეტში შეტანილია საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდისათვის განკუთვნილი თანხაც, რომელიც 1 200 000ლარს შეადგენს.

ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობის მიღება, ნებისმიერ მსურველს, საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ბმულის საშუალებით შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბიუჯეტი 15 ნოემბრამდე, ძველი მოწვევის საკრებულოს წარუდგინა.

წარმომადგენლობითმა ორგანომ, მთავარი ფინანსური დოკუმენტი შენიშვნებით უკან დააბრუნა და ბიუჯეტის დასამტკიცებლად, რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია.

საქართველოს მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში, ბიუჯეტები ძველი მოწვევის საკრებულოებმა დაამტკიცეს. მათ შორის იყო გურჯაანის საკრებულო, რომელმაც მთავარი საფინანსო დოკუმენტი, 9 დღეში მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button