სპორტი

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 9 მონაწილე ცნობილია

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ევროპულ ზონაში ფინალური ეტაპის 8 მონაწილე ცნობილია.

A ჯგუფში სერბეთი პორტუგალიაში ჩავიდა და იმის მიუხედავად,რომ პირენეელებს ფრეც აწყობდათ,თამაში მაინც დათმეს. სერბეთმა ბოლო ტურში მუნდიალის საგზური მოიპოვა,პორტუგალიის ნაკრები კი ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

B ჯგუფში,სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები იმავე მეოთხე ადგილზე დარჩა, ესპანეთის და შვედეთის მატჩს მსოფლიო აკვირდებოდა ფურია როხას ბარიერი სკანდინავიელებისთვის გადაულახავი აღმოჩნდა მიზერული ანგარიშით,1:0 ესპანეთმა მოიგო.

საინტერესო იყო სხვა მატჩების შედეგებიც,თუმცა ამ დროისთვის ცნობილ ყველა იმ ეროვნულ ნაკრებს გაგაცნობთ,რომლებმაც უკვე გაინაღდეს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.

ესენი არიან: თავად მასპინძელი ყატარი,გერმანია,დანია,ბრაზილია,ესპანეთი,სერბეთი,ხორვატია, საფრანგეთი და ბელგია.

მსგავსი პოსტები

Back to top button