მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება” ოპოზიციურ პარტიებთან „შარლ მიშელის დოკუმენტის” მსგავს შეთანხმებებს აღარ გააფორმებს. ამის შესახებ მმართველი პარტიის თამვმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით შეთანხმება ანულირებულია და 2024 წლამდე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.

„შეთანხმება არის ანულირებული და ჩვენ ვთქვით არაერთხელ, მომავალში აღარასდროს ასეთი ტიპის შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ. აქ საუბარი იყო დროებით, კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლაზე, მეორედ, ეს აღარასდროს მოხდება, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, 2024 წლამდე, არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსნებთ შეტანხმების დოკუმენტი „ქართულმა ოცნებამ“ ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button