მნიშვნელოვანისიახლეები

2024 წლის 6 თვეში, 8 ბავშვი გააშვილეს, 146 გასაშვილებელი სტატუსის მქონეა

2024 წლის 6 თვის მონაცემებით მინდობით აღზრდაში 1324 ბავშვი იმყოფება

2024 წლის 6 თვის მონაცემებით (იანვრიდან-ივნისამდე პერიოდი), საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია, მშვილებელ პირთა რაოდენობა კი, 1667-ს შეადგენს.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 146 ბავშვიდან 116 განსაკუთრებული საჭიროების მქონეა.

სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით (იანვრიდან-ივნისამდე პერიოდი) გაშვილებულ ბავშვთა რაოდენობა 8-ს შეადგენს.

გარდა ამისა 2024 წლის 6 თვის მონაცემების თანახმად, მინდობით აღზრდაში 1324 ბავშვი იმყოფება.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 1324 ბავშვიდან 410 შშმ პირია.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, ნათესაურ მინდობით აღზრდაში 137 ბავშვი იმყოფება, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში კი, 221 ბავშვი ირიცხება.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონაცემების თანახმად, 451 ბავშვის რეინტეგრაცია მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button