2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებიდან ამოღებულია საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდები

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაციები, პროგრამებიდან ამოღებულია საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდები და ქართული ლიტერატურის მთელი რიგი ნაწარმოებები.
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურისა და ისტორიის საგამოცდო პროგრამებიდან რამდენიმე ავტორი და ნაწარმოები ამოიღეს.
მედიამ შეადარა საკითხთა ჩამონათვალები 2024 და 2025 წლების საგამოცდო პროგრამებში.
ქართული ენის ნაწილში მომდევნო წლის პროგრამაში არაფერია შეცვლილი – ხუთივე წინა საკითხი კვლავ შენარჩუნებულია. ესენია ლექსიკოლოგია, სტილისტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი და პუნქტუაცია.
ქართული ლიტერატურის ნაწილში კი რამდენიმე ცვლილებაა.
შემცირებულია საკითხების ჯამური რაოდენობა. თუკი წელს 28 საკითხი იყო, მომავალი წლის გამოცდებისათვის მათი რაოდენობა 24-მდეა შემცირებული.
მთლიანად ამოღებულია შემდეგი ავტორები:
ალექსანდრე ჭავჭავაძე;
ალექსანდრე ყაზბეგი;
პოლიკარპე კაკაბაძე;
პაოლო იაშვილი.
2025 წლის პროგრამაში მათი არცერთი ნაწარმოები არ შეუტანიათ.
წინა წელს მათი თითო-თითო ნაწარმოები იყო პროგრამაში:
ალექსანდრე ჭავჭავაძე – ლექსი „გოგჩა“;
ალექსანდრე ყაზბეგი – მოთხრობა „ხევისბერი გოჩა“
პოლიკარპე კაკაბაძე – პიესა „ყვარყვარე თუთაბერი“;
პაოლო იაშვილი – ლექსი „პოეზია“.
საგამოცდო პროგრამაში შემცირდა სხვა ავტორების ნაწარმოებების – ან ნაწარმოებების კონკრეტული თავების – რაოდენობაც.
კერძოდ, წელს, შარშანდლისგან განსხვავებით, პროგრამიდან ამოღებულია შემდეგი ნაწარმოებები:
სულხან-საბა ორბელიანის ნაწარმოებიდან „სიბრძნე-სიცრუისა“:
მემკვიდრის აღზრდის ამბავი;
იგავ-არაკები: „მეფე ხორასნისა“,
„ძუნწი და ვაჭარი“;
„უგუნური მცურავი“
„სამნი ბრმანი“
„მეფუნდუკე და დიდვაჭარი“;
დავით გურამიშვილის „დავითიანი“, შარშანდლისგან განსხვავებით, თავებად აღარ არის გამოყოფილი და პროგრამაში რჩება სრულად. ამასთან, დამატებულია „ქართლის ჭირი“.
გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებიდან ამოღებულია „საღამო გამოსალმებისა“ და „პასუხი შვილთა“.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებიდან ამოღებულია: „არ უკიჟინო, სატრფოო“, „ცისა ფერს“, „ხმა იდუმალი“, „სულო ბოროტო“, „ვპოვე ტაძარი“.
ამოღებულია ილია ჭავჭავაძის
ლექსები: „ბედნიერი ერი“, „პასუხის პასუხი“, „ჩემო კალამო“.
პოემები: „განდეგილი“ და „აჩრდილი“.
აკაკი წერეთლის ლექსებიდან ამოღებულია „აღმართ-აღმართ“, „სულიკო“, „ქებათა ქება“.
ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ამოღებულია „რამ შემქმნა ადამიანად“, „იას უთხარით ტურფასა“; პოემებიდან საგამოცდო პროგრამაში აღარ არის „ბახტრიონი“; აღარ არის მოთხრობა „ამოდის, ნათდება“ და პუბლიცისტური წერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“.
ამოღებულია გალაკტიონ ტაბიძის „მშობლიური ეფემერა“ და
გიორგი ლეონიძის „ნინოწმინდის ღამე“.
პროგრამაში ანა კალანდაძის კვლავ ერთი ლექსია შეტანილი, თუმცა შეცვლილი – იყო „მკვდართა მზე ვარ“, ახლა იქნება „ვაჟაო, დილის მზის სხივო“.
ცვლილებები ისტორიის პროგრამაში
ცვლილებებია ისტორიის საგამოცდო პროგრამაშიც.
2024 წლის გამოცდებისათვის ცალკე საკითხად იყო გამოყოფილი „საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში“. ეს კი მოიცავდა ქვესაკითხებს:
რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების დაპყრობა;
აჯანყებები საქართველოში ცარიზმის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ნახევარში;
საქართველო მეფისნაცვლობის პერიოდში;
ალექსანდრე II-ის რეფორმები;
რუსეთ-ოსმალეთის ომები და საქართველო.
2025 წლის პროგრამაში უფრო ფართო თავის სათაურია „მსოფლიო და საქართველო XIX საუკუნეში“.
ამ თავში საკითხებს შორისაა „ნაპოლეონის ეპოქა“, „დიდი ბრიტანეთი“, „რუსეთი“, ბოლოს კი – „საქართველო XIX საუკუნეში“, რომელშიც ასევე დაზუსტებულია ქვეთავები: „საქართველოს დაპყრობა რუსეთის მიერ“, „1832 წლის შეთქმულება“ და „თერგდალეულები“.
………
ცნობისთვის 2025 წელს ცვლილებები შევიდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის პროგრამაშიც.
“წელს ისტორიის პროგრამაში შევიდა გარკვეული სახის ცვლილებები და ამოღებულ იქნა პროგრამიდან:
1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღდეგ.
ანუ აბიტურიენტები ამ საკითხებს უბრალოდ არ გაეცნობიან, რადგან პროგრამაში არ არის.
ცალკე საკითხია ქართულის პროგრამაში შესული ცვლილებები.
ამოღებულია:
1)სულხან-საბას იგავები;
2)გურამიშვილის თავები;
3)გოგჩა;
4)საღამო გამოსალმებისა;
5)პასუხი შვილთა;
6)პასუხის პასუხი;
7)არ უკიჟინო სატრფოო;
8)ცისა ფერს;
9)ხმა იდუმალი;
10)სულო ბოროტო;
11)ვპოვე ტაძარი;
12)ბედნიერი ერი;
13)ჩემო კალამო;
14)განდეგილი;
15)აჩრდილი;
16)აღმართ-აღმართ;
17)სულიკო;
18)ქებათა ქება;
19)ხევისბერი გოჩა;
20)რამ შემქნა ადამიანად;
21)იას უთხარით ტურფასა;
22)ბახტრიონი;
23)კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი;
24)ყვარყვარე თუთაბერი;
25)მშობლიური ეფემერა;
26)ლექსი-პოეზია;
27)ნინოწმინდის ღამე;
28)მკვდართა მზე ვარ;” – წერს გიორგი ბერძენიშვილი.