მნიშვნელოვანირეგიონი

ოკუპირებულ აფხაზეთში რიწის ეროვნულ პარკში რუსი ტურისტი დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში,რიწის ეროვნულ პარკში რუსი ტურისტი დაიღუპა.

აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით,
შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებოდნენ.

ამავე ცნობით, იუფშარის კანიონში კლდიდან ქვათაცვენა დაიწყო და ქვის ნამსხვრევები იქვე მიმავალ ავტომობილს დაეცა.

შემთხვევის დროს რუსეთის ფედერაციის პენზის ოლქის მკვიდრი, 27 წლის ვლადისლავ ვიშნიაკოვი ადგილზე დაიღუპა.

ხოლო ავტომობილში მყოფი მეორე მგზვარი, 28 წლის ალბინა კოპეევა დაშავდა.

იგი სხვადასხვა სახის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button