მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

207 – აჭარა, 168 – თბილისი – სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 207 აჭარაში დადასტურდა.

“თბილისში არ გაქვს მკვეთრი ზრდა და ძალიან კარგია, 168 პაციენტია დადასტურებული. იმერეთში 117 პაციენტი, შიდა ქართლში – 25, ქვემო ქართლში – 7, სამეგრელო- ზემო სვანეთში – 24, გურიაში – 8, კახეთსა და მცხეთა მთიანეთში – 5-5 ახალი შემთხვევა და სამცხე-ჯავახეთში – 3”. – ამბობს ენდელაძე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 9 გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button