207-ე სკოლაში ევაკუაცია განხორციელდა

თბილისში, ჩარგლის ქუჩაზე მდებარე 207-ე სკოლის ეზოში ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს. სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
შენობიდან მოსწავლეების ევაკუაცია განხორციელდა. ამ წუთებში  ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, ხელყუმბარის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

პირი, რომელმაც 207-ე სკოლასთან ხელყუმბარა დადო, მანდატურმა შენიშნა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სკოლის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა. მისი თქმით, საეჭვო პირმა სკოლიდან 50-60 მეტრის მოშორებით დადო რაღაც ნივთი, რომელიც F1 ტიპის ხელყუმბარა აღმოჩნდა.

“სკოლიდან დაახლოებით 50-60 მეტრის მოშორებით, სკოლის მანდატურმა აღმოაჩინა ხელყუმბარა. მან დაინახა, რომ ვიღაც საეჭვო პიროვნებამ რაღაც ნივთი დადო სკოლიდან 60 მეტრის მოშორებით. როდესაც ეს პირი წავიდა, მანდატურმა ნახა, რომ იმ ადგილზე იდო F1 ტიპის ხელყუმბარა. ამის შემდეგ ადგილზე მოვიდნენ პოლიცია, გამნაღმველები და ყველაფერი მოგვარდა. რაც შეეხება სწავლას, პროცესი დროებით შეწყდა, თუმცა მეორე ცვლაში სწავლა აუცილებლად განახლდება”, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, ხელყუმბარა საფრთხეს აღარ წარმოადგენს და გამნაღმველებმა უკვე წაიღეს.

ამ წუთებში  ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, ხელყუმბარის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button