მნიშვნელოვანირეგიონი

სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება-კახეთში ასამართლებენ კაცს რომელმაც არასრულწლოვანზე მოძალადე ნათესავი დაჭრა

კახეთის ერთ- ერთი მუნიციპალიტეტის სასამართლოში იმ მამაკაცის პროცესი მიმდინარეობს, რომელმაც არასრულწლოვანზე მოძალადე ნათესავი დაჭრა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ბრალდების მხარე მამაკაცისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით გამოვიდა.

ბრალდებულს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით გათვალისწინებული სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

ბრალის დადგენილების თანახმად, მამაკაცმა, არასრულწლოვანისგან გაუპატიურების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, გოგონას მიერ დასახელებულ პირს, შურისძიების ნიადაგზე, ცივი ირაღით მძიმე ჭრილობები მიაყენა

დაჭრილი ამ დროისათვის პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ ეტაპზე, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა , პროკურატურას ბრალის წარდგენის შესაძლებლობას არ აძლევს.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებით, თავად არასრულწლოვანი გოგონა უსაფრთხო ადგილას იმყოფება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნულ საქმეში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის საპროცესო წარმომადგენლობა, არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში და მასთან მუშაობს სააგენტოს ფსიქოლოგი. აღნიშნულ საქმეზე კვლავ გრძელდება სოციალური სამუშაო და გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით, შესრულდება შემდგომი ღონისძიებები ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვლისწინებით.
“- განაცხადეს სააგენტოში.

შეგახსენებთ, ფაქტი, კახეთის ერთ- ერთ მუნიციპალიტეტში, ფერმაზე მოხდა. 45 წლის მამაკაცმა არასრულწლოვანი ნათესავი გოგონა გააუპატიურა.

მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

კახეთში 45 წლის კაცმა არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა

მსგავსი პოსტები

Back to top button