საქართველოსიახლეები

“22 ახალი შემთხვევიდან, 15 “თეთრიწყაროს კლასტერს” უკავშირდება”

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევიდან, 15 თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება. სამი სვანეთიდანაა, ხოლო, დანარჩენი პაციენტები ბოლნისიდან.

მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ 22 ახალი შემთხვევიდან, მათთან 4 პაციენტია გადაყვანილი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“გუშინ დილის მონაცემებით გვქონდა 517 შემთხვევა, 24 საათში დაგვემატა 22 ახალი შემთხვევა და ახლა გვყავს 539 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულიც დაგვემატა -10 პაციენტი. იყო 168 და გახდა 178 გამოჯანმრთელებული ჯამში. ამ მონაცემების შეჯერებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით, COVID ცენტრებში მკურნალობს 361 პაციენტი.

“22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, დიდი უმეტესობა, 15 არის “თეთრიწყაროს კლასტერიდან” და სვანეთიდან არის სამი და დანარჩენი არის ბოლნისი. ჩვენ გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 4 დადასტურებული შემოგვემატა და ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული შემთხვევა. ეს ოთხი ახალი შემთხვევა ორივე თეთრიწყაროა და ორი ბოლნისი. კიდევ დაგვემატა ჩვენ გამოჯანმრთელებულები სამი პაციენტი და ამ ეტაპზე გვყავს 65 გამოჯანმრთელებული. ეს ოთხი პაციენტი ჯერჯერობით, საშუალო სიმძიმის პაციენტებად ფასდება, მაგრამ გაფართოებული კვლევებით და რადიოლოგიური მონაცემების შეჯერებით, შეგვიძლია განმეორებით, დინამიურად შევაფასოთ ამ პაციენტების მდგომარეობა,“ – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

მსგავსი პოსტები

Back to top button