მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანიამ პოლონეთს დახმარება შესთავაზა

გერმანიამ განაცხადა, რომ ის დახმარებას შესთავაზებს პოლონეთს, რათა საჰაერო სივრცის პატრულირებაში დაეხმაროს.

“როგორც მყისიერი რეაქცია პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე, ჩვენ შევთავაზებთ საჰაერო პატრულირების გაძლიერებას, გერმანული Eurofighters- ებით. მისია შეიძლება დაიწყოს ხვალაც, თუ პოლონეთი ამის სურვის გამოთქვამს.” – განაცხადა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, კრისტიან ტილსმა.
ტიელსის განცხადებით, ამ მისიის შესასრულებლად გერმანული თვითმფრინავების პოლონეთში გადატანა საჭირო არ იქნება.
“საჰაერო პატრული შეიძლება აფრინდეს გერმანიის ბაზებიდან და დაბრუნდეს აქ ყოველი მისიის შემდეგ.”- თქვა ტილსმა.
საჰაერო თავდაცვის სპიკერის იური იჰნატის ცნობით, ეს უკრაინის მხრიდან რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მოგერიება იყო და ახლა უნდა დადგინდეს აფეთქება რუსული რაკეტის ჩავარდნამ გამოიწვია, თუ ადგილზე უკრაინული რაკეტის ნარჩენებიცაა.

„შესაბამისი გამოძიება მიმდინარეობს. საჰაერო ძალები შეიტანენ წვლილს, რამდენადაც შესაძლებელია, სპეციალისტები ჩაერთვებიან საჭიროების შემთხვევაში და ჩვენ გარკვეულ მასალებს მივაწვდით…

რაც მოხდა ეს იყო საჰაერო თავდაცვის ძალების მხრიდან საჰაერო თავდასხმის მოგერიება.
რაც შემდეგ მოხდა – ეს იყო თუ არა რუსული რაკეტა, ან ნარჩენები ორივე ჩამოვარდნილი რაკეტის – ეს ადგილზე უნდა იქნას გამოძიებული. და ეს ისაა, რაც ახლა ხდება. რაც გუშინ მოხდა ცხადად ომის შედეგებია.
საჭიროა სამართლებრივი შეფასებები. ეს განგრძობადი პროცესია, ექსპერტები მუშაობენ. საჭიროა დადგინდეს, რომელი რაკეტების ნარჩენებია ეს, არ მგონია ეს ძალიან რთული იყოს“ – განაცხადა უკრაინის იური იჰნატმა.

იჰნატმა ასევე გაიხსენა შემთხვევა, როცა უკრაინის მიერ განეიტრალებული რუსული რაკეტა მოლდოვის ერთ-ერთ სოფელში ჩავარდა.
„ეს ძალიან რეზონანსული სიტუაციაა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არაა.
რუსული რაკეტა უკრაინამ მოლდოვასთან უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ჩამოაგდო. რაკეტის ნარჩენები მოლდოვის ტერიტორიაზე ჩავარდა.“ – განაცხადა იჰნატმა.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის მოადგილემ, ვოლფგანგ ბუხნერმა ასევე განაცხადა, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ტელეფონით ესაუბრა და ბერლინის მხარდაჭერა შესთავაზა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ “15:40 საათზე პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც პოლონეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დაიღუპა”.
შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა და “მოითხოვა სასწრაფო, დეტალური განმარტებები”.
პოლონეთს პრემიერმინისტრმა “კრიზისული სიტუაციის გამო” უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით”.
პოლონეთმა დაადასტურა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და მომხდარის გამო, სამხედრო მზადყოფნის გაზრდის შესახებ განაცხადა.
უკრაინის საჰაერო ძალების თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაეხმარონ პოლონეთში უკრაინის საზღვართან აფეთქების შესახებ გამოძიებას.

საჰაერო თავდაცვის სპიკერის იური იჰნატის ცნობით, ეს უკრაინის მხრიდან რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მოგერიება იყო და ახლა უნდა დადგინდეს აფეთქება რუსული რაკეტის ჩავარდნამ გამოიწვია, თუ ადგილზე უკრაინული რაკეტის ნარჩენებიცაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button