მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში სკოლის შენობა დაბომბეს

რუსული ძალების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსებმა ავიაციის გამოყენებით სკოლის შენობა დაბომბეს.

„დღეს მტრის ავიაციამ ბერისლავის რაიონის სოფელ ზმიევკას დაარტყა, რუსებმა ავიაბომბები ადგილობრივი სკოლის შენობაში ჩამოყარეს. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა“, – განაცხადა პროკუდინმა.

მისი თქმით, რუსებმა სოფელი ნიკოლსკოეც დაბომბეს, რის შედეგადაც 52 წლის მამაკაცი დაშავდა.

ხერსონის ოლქის დნიპროს რაიონში პარკის დაბომბვას კი 45 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
აღდგომის დღესასწაულებზე ეკლესიებში ღვთისმსახურების ჩატარება კომენდანტის საათის დროს [20:00 საათიდან 6:00 საათამდე], აკრძალულია.
ასევე აკრძალულია სასაფლაოებზე გასვლა ნაღმებისა და დაბომბვის მაღალი საფრთხის გამო.

რუსეთის ჯარებმა განახორციელეს 11 საჰაერო იერიში და 20-ზე მეტის რაკეტა ესროლეს უკრაინის პოზიციებსა და დასახლებებს დონეცკის ოლქში, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 13 აპრილს ღამის ცნობაშია ნათქვამი.

შტაბის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის ძალები არ ამბობენ უარს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის გეგმებზე და განაგრძობენ შეტევითი მოქმედებების კონცენტრირებას ლიმანსკის, ბახმუტის, ავდიევკისა და მარინკის მიმართულებებზე.

“ყველაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება ბახმუტისა და მარინკის ასაღებად. დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების დანაყოფების კოორდინირებული მოქმედებებისა და ჩვენი ჯარისკაცების გამძლეობის წყალობით, მტრის 20-მდე თავდასხმა იქნა მოგერიებული”, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ცნობაში.

თავის მხრივ უკრაინის არმიამ სამი საჰაერო იერიში განახორციელა მოწინააღმდეგის პერსონალისა და სამხედრო აღჭურვილობის თავშეყრის ადგილებზე, ასევე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები განხორციელდა ორ საკონტროლო პუნქტზე, რუსეთის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის ორ ბაზაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button