22,5 მლნ ლარის ჯარიმა საგანგებო მდგომარეობის დროს
საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაწერილი ჯარიმების საერთო ოდენობამ 22.5 მილიონ ლარს გადააჭარბა.
კომენდანტის საათის, მანქანით გადაადგილებისა და დისტანციის დაცვის წესების დარღვევისთვის, 7 500-მდე ფიზიკური პირი და 18 ორგანიზაცია დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორი” აქვეყნებს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შერჩევით სამართალზე საუბრობენ. მათი თქმით, სახელწიფოს დაწესებული რეგულაციები ყველა პირზე თანაბრად არ გავრცელებულა და იყო შემთხვევები, როდესაც ყოფილი თანამდებობის პირები (საუბარია ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე) წესების დაცვის გარეშე გადაადგილდებოდნენ. ასევე, ორგანიზაციის განცხადებით, უბრალო მოქალაქეები, რომლებმაც ეპიდემიის გამო ისედაც დაკარგეს შემოსავლები, გამონაკლისის გარეშე ჯარიმდებოდნენ 3 ათას ლარიანი ჯარიმით.
მოისმინეთ “ფლანგვის დეტექტორის” წევრ დათო მჟავანაძის ხმა.