ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102კგ) სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. პარიზის ოლიმპიადაზე ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშა ატაცში 210 და 215 კილოგრამს გაუმკლავდა, აკვრაში კი 247 და 255 კილოგრამი ასწია.
ვერცხლის მედალი სომხეთის წარმომადგენელ ვარაზდატ ლალაიანს ერგო, მან ორჭიდის ჯამში 467 კილოგრამს მოუყარა თავი, ხოლო ბრინჯაოს მედალს ბაჰრეინის სახელით გამომსვლელი სომეხი გორ მინასიანი 461 კილოგრამით დაეუფლა.
ლაშა ტალახაძე ვიქტორ სანეევის შემდეგ პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური თამაშები სამჯერ მოიგო. ლეგენდარულმა ძალოსანმა ოქროს მედალი რიოსა და ტოკიოს ოლიმპიადებზეც მოიპოვა
პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა ძალოვანმა ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას უკვე ექვსი მედალი აქვს.
ატაცში საუკეთესო შედეგი, 216 კილოგრამი ბაჰრეინის სახელით გამომსვლელმა, სომეხმა გორ მინასიანმა დააფიქსირა, ხოლო მესამე 215 კილოგრამით სომეხი ვარაზდატ ლალაიანია.
რამდენიმე წუთში შეჯიბრება მეორე მოძრაობაში, აკვრაში დაიწყება. ძალოსნობაში ოლიმპიადაზე მედალი ორჭიდის ჯამში ნაჩვენები შედეგით გაიცემა.
პარიზის ოლიმპიადის ბოლო სათამაშო დღის წინ მედლების საერთო ჩათვლაში წინ გავიდა ჩინეთის ნაკრები, რომელიც ერთი ოქროთი უსწრებს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს.
ბოლო დღეს თამაშდება მედლების 13 კომპლექტი.
მედლების ცხრილი
ო ვ ბ სულ
1. ჩინეთი 39 27 24 90
2. აშშ 38 42 42 122
3. ავსტრალია 18 18 14 50
4. იაპონია 18 12 13 43
5. საფრანგეთი 16 24 22 62
6. ბრიტანეთი 14 22 27 63
7. ს. კორეა 13 8 9 30
8. ნიდერლანდები 13 7 12 32
9. გერმანია 12 11 8 31
10. იტალია 11 13 15 39
11. კანადა 9 7 11 27
12. ზელანდია 9 7 2 18
13. უზბეკეთი 8 2 3 13
14. უნგრეთი 5 7 6 18
15. ესპანეთი 5 4 8 17
16. შვედეთი 4 4 3 11
17. კენია 4 2 4 10
18. ნორვეგია 4 1 3 8
19. ირლანდია 4 0 3 7
20. ბრაზილია 3 7 10 20
21. უკრაინა 3 5 4 12
22. ირანი 3 5 2 10
23. რუმინეთი 3 4 1 8
24. საქართველო 3 2 1 6
25. ბელგია 3 1 6 10
26. ბულგარეთი 3 1 3 7
27. ჩეხეთი 3 0 2 5
28. აზერბაიჯანი 2 2 2 6
29. კუბა 2 1 5 8
30. ხორვატია 2 1 3 6
31. სერბეთი 2 1 1 4
32. სლოვენია 2 1 0 3
33. ტაივანი 2 0 5 7
34. ავსტრია 2 0 3 5
35. ჰონგ კონგი 2 0 2 4
35. ფილიპინები 2 0 2 4
37. ალჟირი 2 0 1 3
37. ინდონეზია 2 0 1 3
39. ისრაელი 1 5 1 7
40. პოლონეთი 1 3 5 9
41. ყაზახეთი 1 3 3 7
42. ტაილანდი 1 3 2 6
42. ს.აფრიკა 1 3 2 6
42. იამაიკა 1 3 2 6
45. დანია 1 2 5 8
45. შვეიცარია 1 2 5 8
47. ეკვადორი 1 2 2 5
48. პორტუგალია 1 2 1 4
49. ეთიოპია 1 2 0 3
50. საბერძნეთი 1 1 6 8
51. არგენტინა 1 1 1 3
51. ბაჰრეინი 1 1 1 3
51. ეგვიპტე 1 1 1 3
51. ტუნისი 1 1 1 3
55. ბოტსვანა 1 1 0 2
55. სენტ ლუსია 1 1 0 2
55. უგანდა 1 1 0 2
55. ჩილე 1 1 0 2
59. დომინიკას რეს. 1 0 2 3
60. გვატემალა 1 0 1 2
60. მაროკო 1 0 1 2
62. დომინიკა 1 0 0 1
62. პაკისტანი 1 0 0 1
64. თურქეთი 0 3 5 8
65. მექსიკა 0 3 2 5
66. სომხეთი 0 3 1 4
67. კოლუმბია 0 3 0 3
68. ჩრ. კორეა 0 2 4 6
68. ყირგიზეთი 0 2 4 6
70. ლიეტუვა 0 2 2 4
71. ინდოეთი 0 1 5 6
72. მოლდოვა 0 1 3 4
73. კოსოვო 0 1 1 2
74. იორდანია 0 1 0 1
74. კვიპროსი 0 1 0 1
74. მონღოლეთი 0 1 0 1
74. პანამა 0 1 0 1
74. ფიჯი 0 1 0 1
79. ტაჯიკეთი 0 0 3 3
80. გრენადა 0 0 2 2
80. მალაიზია 0 0 2 2
82. ალბანეთი 0 0 1 1
82. ზამბია 0 0 1 1
82. კაბო ვერდე 0 0 1 1
82. ყატარი 0 0 1 1
82. კოტ დ’ივუარი 0 0 1 1
92. პუერტო რიკო 0 0 1 1
82. ლტოლვილთა ნაკრები 0 0 1 1
82. პერუ 0 0 1 1
82. სინგაპური 0 0 1 1
82. სლოვაკეთი 0 0 1 1