მნიშვნელოვანისაქართველო

23 აღსაზრდელს საავადმყოფოებიდან სავარაუდოდ დღეს გაწერენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღში სავარაუდოდ მოწამლულმა ბავშვებმა წუხანდელი ღამე კლინიკებში გაატარეს. 23 აღსაზრდელიდან 10 თელავის რეფერალურ, 13 კი ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფომრაციით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ბაღიდან სასმელი წლის და პროდუქტების ნიმუშები ლაბორატორიაში გამოსაკვლევად უკვე აიღეს. რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი –
ამ კითხვაზე პასუხის მიღებამდე ბაღი დროებით დაკეტილი იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button