მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

230 თანამშრომლის პროტესტი აჭარის ტელევიზიაში

დღეს, 3 აგვისტოს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 230-მა თანამშრომელმა ტელევიზიის მენეჯმეტს წერილობით მოუწოდა, ტელევიზიაში დააბრუნოს 30 ივლისს გათავისუფლებული სამი პირი: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ბაჩო გურაბანიძის, გიორგი მურვანიძისა და გუგა ქადიძის გათავისუფლების ოფიციალური საფუძველი გახდა პირველ ივლისს აჭარის ტელევიზიაში მომხდარი ინციდენტი, ფიზიკური დაპირისპირება, რომლის ამსახველი კადრებიც აჭარის ტელევიზიამ თანამშრომლების გათავისუფლების დღეს გაავრცელა.

აჭარის ტელევიზიიდან სამი პირის გათავისუფლებას ტელევიზიის თანამშრომლების საპროტესტო აქციები მოჰყვა. ტელევიზიის წინ აქცია 30 და 31 ივლისს გაიმართა.

ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელმაც მენეჯმენტის საკადრო პოლიტიკა გააკრიტიკადა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით; ორგანიზაცია „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში თანამშრომელთა დევნა და შევიწროება გრძელდება; ასევე, პირველ აგვისტოს განცხადება გაავრცელა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, რომელიც აპირებს, გათავისუფლებულთა ინტერესების დასაცავად, სასამართლოს მიმართოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button