ბიზნესრევიუმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

24 რადიოკომპანიას მთავრობა დავალიანებას ჩამოაწერს

24 რადიოკომპანიას მთავრობა შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრისადმი“ დაგროვილ 1.5 მილიონი ლარის დავალიანებას ჩამოაწერს – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.მინისტრის თქმით რადიოკომპანიებს ასევე წლის ბოლომდე მომსახურების საფასური ჩამოეწერება.

„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს ასეთი კომპანია შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი“, რომელიც ფლობს მთელი საქართველოს მასშტაბით ანძებს. ამ ანძების მეშვეობით სხვადასხვა რადიომაუწყებელს სიხშირეებს ვაწვდით. ჩვენ და ასევე მარეგულირებელ კომისიას ცოტა ხნის წინ მიმართა 24-მა რადიოკომპანიამ და ამ ტელე-რადიო ცენტრის მიმართ დაგროვილი დავალიანების პატიება ითხოვა. ეს ახსნილი იქნა კორონავირუსის პანდემიის პერიოდით.

ჩვენ ეს მოთხოვნა გავიზიარეთ მათ შორის, მათი არგუმენტაცია. მართლაც, რადიოკომპანიების ძირითადი შემოსავალი არის რეკლამა, მოგეხსენებათ, რომ 2020 წელს შეფერხებული იყო ეკონომიკური საქმიანობა და რა თქმა უნდა, მათ შემოსავლები ან შეუწყდათ ან შეუმცირდათ. აქედან გამომდინარე, მთავრობამ მათი მოთხოვნა გაიზიარა და 24 რადიომაუწყებელი კომპანიის მიმართ დახლოებით 1.5 მლნ ლარის დავალიანება და ასევე, წლის ბოლომდე მომსახურების საფასურის პატიება მოხდება. ჩვენ გვინდა მათ ვუსურვოთ წარმატება. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო და მომავალშიც შევუწყობთ მათ შეუფერხებელ მუშაობას ხელს, ასევე, თავისუფალ რადიომაუწყებლობას“, – განაცხადა თურნავამ.

რადიოსადგურებმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით ჯერ კიდევ თებერვალში მიმართეს, თუმცა მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი რადიოსადგურების პროობლემების გაზიარება.

პროცესში აქტიურად არის ჩართული საქართველოს კომუნიკაციების კომისია.

გიორგი გახარიას 45-მდე მაუწყებელი 4 პუნქტიანი გეგმით მიმართავს

მსგავსი პოსტები

Back to top button