ფედერალისტებმა სადამფუძნებლო ყრილობაში მონაწილეობა 325-მა დელეგატმა მიიღო
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2025/02/federalistebi-780x470.jpg)
დღეს ფედერალისტებმა სადამფუძნებლო ყრილობა გამართა, სადაც პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს წევრები და ფედერალისტების თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს. პარტიის ცნობით, ყრილობაში მონაწილეობა 325-მა დელეგატმა მიიღო.
ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ აირჩია გიგა ბოკერია, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ კი – თამარ ჩერგოლეიშვილი.
“ფედერალისტებმა”სადამფუძნებლო ყრილობა გამართა. პარტიის ინფორმაციით, ეს რიგით მეორე ყრილობაა, რადგან „პარტიის პირველი წესდება აბსურდული ტექნიკური მიზეზებით რეესტრმა დაახარვეზა“.
„ამჯერად ქართული ოცნების ანალოგიური წესდება შეგვაქვს და დახარვეზების შემთხვევაში, ცხადი იქნება, რომ მოტივი პოლიტიკურია”, – აღინიშნება პარტიის ინფორმაციაში.
პოლიტსაბჭოს წევრებად კი ყრილობამ 22 კანდიდატი აირჩია.
1. თამარ ჩერგოლეიშვილი
2. მართა ქარდავა
3. გიორგი სიხარულიძე
4. ნინო თოდრია
5. მარიკა ჯიჯეიშვილი
6. თეა კოტუა
7. ვახტანგ დარცმელიძე
8. თამარა სუპატაშვილი
9. ირინა კოტუა
10. ამირან ძოწენიძე
11. ვასილ მათითაიშვილი
12. დიმიტრი კუტუბიძე
13. ცოტნე პატარაია
14. ვახტანგ კალოიანი
15. გიორგი ნონიაშვილი
16. ლიკა გახარია
17. თენგიზ კირთაძე
18. შალვა ჯავახია
19. ელისო ფაჩუაშვილი
20. ზურაბ სადათიერაშვილი
21. ზურაბ ჩილინგარაშვილი
22. გიორგი ახალაია