მნიშვნელოვანისიახლეები

25 161 ახალი შემთხვევა და 51 გარდაცვლილი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 72 587 კვლევა ტესტით, მათ შორის 47 032 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 555 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 25 161 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 375 615.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 16 789 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 141 231.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 351 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 11 857 შემთხვევა,

📌აჭარა – 2 011

📌იმერეთი – 3 730

📌ქვემო ქართლი – 1 421

📌შიდა ქართლი -1 530

📌გურია – 642

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 577

📌კახეთი – 1 253

📌მცხეთა-მთიანეთი – 597

📌სამცხე-ჯავახეთი – 437

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 106.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 19 276 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირაში დაფიქსირებულ შემთხვევებზე 17%-ით ნაკლებია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

აღნიშნულ პერიოდში, მსოფლიოში კორონავირუსს 67 953 ადამიანი ემსხვერპლა, რაც წინა კვირასთან შედარებით 7 %-ით მეტია.

ჯანმო-ს მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 58% ევროპის რეგიონში გამოვლინდა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 31 იანვრიდან 6 თებერვლამდე პერიოდში დაინფიცირების ყველაზე მეტი, 1 874 006 ახალი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის საფრანგეთი, 1 738 189 შემთხვევით, მესამე ადგილზეა გერმანია, სადაც დაინფიცირების 1 285 375 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ მოჰყვებიან ბრაზილია და ინდოეთი.

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ვირუსს ყველაზე მეტი, 14 090, ადამიანი აშშ-ში ემსხვერპლა, მეორე ადგილზეა ინდოეთი, 7 888 გარდაცვლილით, მესამეზე კი რუსეთი, სადაც გარდაცვალების 4 686 შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button