25 ათასი ლარი ბატებისა და იხვების შესაძენად

სსიპ ბათუმის ბულვარი წყალმცურავ და დეკორატიულ ფრინველებს, კერძოდ 14 წყვილ იხვსა და ბატს შეისყიდის.

შესაბამისი ტენდერი 29 სექტემბერს გამოცხადდა და მისი სავარაუდო ღირებულება 25 ათასი ლარია.ტენდერი 9 ოქტომბერს სრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ ფრინველები ბულვარს, ხელშეკრულების გაფორმებიდან, ერთი თვის ვადაში უნდა მიაწოდოს.

 

 

ინფორმაციის წყარო ON.GE

მსგავსი პოსტები

Back to top button