მნიშვნელოვანისიახლეები

25 წლის ანზორ კვარაცხელია და 18 წლის სტუდენტი, საბა ჯიქია- სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

25 წლის ანზორ კვარაცხელიას, რომელსაც რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, ოლიგარქის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.

საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე გადაისინჯა კვარაცხელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, რომელიც ძალაში დარჩა. ადვოკატი კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის უამდომლობა დააკმაყოფილა.

ანზორ კვარაცხელია მიმდინარე პროევროპული აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც “პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს”.

ოლიგარქის სასამართლომ, 18 წლის სტუდენტი, საბა ჯიქია, რომელიც “პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით” დააკავეს, პატიმრობაში დატოვა.

პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლისთვის წიხლის ჩარტყმას ედავებიან, პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ კვლავ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლე კალიჩენკო დაეთანხმა პროკურორ თამარ იაკობიძის დასაბუთებას, რომ არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებებზე ზემოქმედებისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

„ყველა საფრთხე კვლავ სახეზეა, ბრალდების მხარის პოზიციაა, პატიმრობა ძალაში დატოვოს”, – თქვა პროკურორმა იაკობიძემ. საბა ჯიქიას ადვოკატმა ბრალდებულის გათავისუფლება მოითხოვა და ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოც შესთავაზა. პოზიციის დასაბუთებისას მან გამოიყენა ტერმინი „დაუსაბუთებელი პატიმრობა“.

„ყველა გამოკითხული ან გამომძიებელია, ან ექსპერტი, სხვა ნეიტრალური მოწმე საქმეში არ არსებობს. საბა ჯიქიას არ აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ზეგავლენა მოახდინოს მოწმეებზე. სულ პატიმრობაში ხომ არ იქნება?!

მიმაჩნია, რომ არ არის საფრთხე იმ დოზით, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება იყოს გამოყენებული“, – თქვა ადვოკატმა.

საბა ჯიქია თავს დამნაშავედ არ ცნობს. შესაბამისად, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 18 წლის საბა ჯიქიას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება ახსნა დანაშაულის სიმძიმის დასაბუთებით და ახსენა დანა, რომელიც, სავარაუდოდ, ბრალდებულს ხელში ეკავა.

სავარაუდოდ, დანა, უფრო ზუსტად – პრიალა საგანი, არცერთ მხარეს არ უხსენებია, თუმცა მან თქვა, რომ „დანასთან დაკავშირებული გარემოება უნდა შეფასდეს რისკებით!“

18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავება. ჯიქია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შემდეგი სხდომა 11 თებერვალს გაიმართება. საბა ჯიქია ერთ-ერთია იმ 45 ადამიანს შორის, რომლებიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ და პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.
ჯიქია ოლიგარქის პოლიციამ 5 დეკემბერს დააკავა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა პროცესზე, რომელიც 7 დეკემბერს გაიმართა პროკურატურა ჯიქიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარემ 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას შემდეგ სტუდენტი პატიმრობაში რჩება.

საბა ჯიქია ბრალს არ აღიარებს.

ზუგდიდის სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი მარიამ სიჭინავა ისევ დააჯარიმა. სიჭინავა ისევ 2 000 ლარით, ამჯერად საბავშვო ნიღბის ტარებისთვის დაჯარიმდა, რომლითაც ის რამდენიმე დღის წინ აქციაზე იმყოფებოდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა მიიღო. თავად სიჭინავა პროცესს არ ესწრებოდა და ამბობს, რომ არც მომავალში აპირებს დასწრებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button