მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

25 წლის ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.მან ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა.
გადამწყვეტ ბრძოლამდე ლიპარტელიანმა ჯუ კიმი (სამრეთ კორეა), დარია კურბონმამადოვა (რუსეთი), პილა სალონენი (ფინეთი) და მაისა პარდაიევა (თურქმენეთი) დაამარცხა, ფინალში კი მომო ტამაოკის (იაპონია) სძლია. მან ყველა მეტოქეს იპონით მოუგო.

ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 25 წლის ძიუდოისტმა იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მოპოვა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონის ტიტული 2019 წელს.

ეთერ ლიპარტელიანი არის ახალგაზრდებს შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (2019, მარაკეში, ვანტაა, 57 კგ); ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი (2016, ვანტაა, 57 კგ.) და ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის მფლობელი (2016, ანტალია, თურქეთი, 57 კგ.).

ეთერ ლიპარტელიანი მონაწილეობდა ტოკიოს 2020 წლისა და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადებში და ორივე ტურნირში 5‑ე ადგილი დაიკავა.

დღეს ტურნირზე გამომსვლელი ორი ქართველი, ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ნინო ლოლაძე (57კგ) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და მსოფლიო პირველობა უმედლოდ დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრები მედლის გარეშე იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button