მნიშვნელოვანისიახლეები

25 წლის მამაკაცი, ფოთის პოლიციის თანამშრომლებს, ძალადობაში ადანაშაულებს

ფოთის პოლიციის შენობის წინ, 25 წლის თამაზ გრატიაშვილმა, შიმშილობა დაიწყო.

ახალგარზდა მამაკაცი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც გრატიაშვილი აცხადებს, იგი ფოთის პოლიციის თანამშრომლებმა ივნისის თვეში სრულიად უმიზეზოდ და უკანონოდ დააკავეს.

მისივე თქმით, დაკავების პროცესში სამართალდამცველებმა მასზე ფიკურად იძალადეს.

გრატიაშვილმა მომხდარის გამო პროკურატურაში სარჩელი შეიტანა და გამოძიება საქმეზე დღემდე გრძელდება.

“მოვითხოვ ჩემი დაკავების პროცესში მონაწილე პოლიციელებს უფლებამოსილება შეუჩერდეთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამართალდამცველები პროკურატურიდან სარჩელის გამოტანის მიზნით სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაწხყოფას მაყენებენ”, – აცხადებს თამაზ გრატიაშვილი.

იგი შიმშილობის შეწყვეტას მანამ არ აპირებს, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button