მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. თავისუფლების მოედანზე, თავდაპირველად, საბრძოლო მომზადების ცენტრის 250-მდე ახალწვეული 6 სხვადასხვა ადგილზე უმაღლესი მთავარსარდლის, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე სამხედრო ფიცს დადებს.

დაგეგმილია სიტყვით გამოსვლები, ბოლოს კი მოედანს საბრძოლო თვითმფრინავები გადაუფრენს.
დღევანდელი დღის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა გენერალ კვინიტაძის დაკრძალვა. საქართველოს ეროვნული გმირს, პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის მთავარ ცერემონიას, რომელიც თბილისში, თავისუფლების მოედანზე ჩატარდება, მოქალაქეები ვერ დაესწრებიან კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო და არც ტრადიციული სახალხო სეირნობა და გამოფენები გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button