რეგიონი

26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცავებმა 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილი დააკავეს

თელავში , 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობის ფაქტზე, სამართალდამცავებმა 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილი დააკავეს.

დაკავებული ამჟამად, პოლიციაში იმყოფება და გამოძიებას ჩვენებას აძლევს.

გარდაცვლილის მეზობლების თქმით, მამაკაცი ქალთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა.

ის გარდაცვლილზე ხშირად ძალადობდა, რისთვისაც ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ დააკავა კიდეც.

ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი, რამდენიმე დღის წინ, 2000 ლარიანი გირაოთი, სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლდა.

გარდაცვლილ ქალს, სამი მცირეწლოვანი შვილი, პირველ მეუღლესთან ჰყავდა.

სასიკვდილო ჭრილობა, ყელის არეში, მამაკაცმა გარდაცვლილს, არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მიაყენა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11, 109- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თორნიკე გამხვეტელაშვილს, 16- დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button