მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

269 გამოჯანმრთელებული და 610 ინფიცირებული საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში, 269 ადამიანია გამოჯანმრთელებული, ხოლო ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 6-ით გაიზარდა და 610 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 5 133 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 523 პირი.

610 ინფიცირებულიდან, 9 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button