27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა – საქართველოში სახელმწიფო დროშები დაუშვეს
საქართველოში სახელმწიფო დროშები დაუშვეს სოხუმის დაცემის დღის გამო და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს საქართველოს პარლამენტის შენობაზე ,ასევე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული „ბოევიკების” მეშვეობით, აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს სოხუმი.
შეიარაღებული კონფლიქტი აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 1993 წლის 30 სექტემბერს რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით სეპარატისტებმა მოახდინეს აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია.
დაიღუპა და დაიკარგა ასობით ადამიანი. დევნილად იქცა 300 ათასზე მეტი.
სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა.