ახმეტის გამგეობაში ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ლუხუმ შეთეკაურმა მათ ჟურნალისტს და ოპერატორს პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გელა მთივლიშვილის თქმით, შეთეკაურმა ოპერატორი ფიზიკური ძალის გამოყენებით ოთახში შეიყვანა და მისი ჩაკეტვა სცადა.
მედიაორგანიზაცია, ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალასაც ავრცელებს.

როგორც რადიო “ჰერეთს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს: ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლას, ძლადობის მუქარით ან სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button