მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

27 წლის მამაკაცმა გალში აფხაზური დროშა დაწვა

ოკუპირებულ გალის რაიონში, „აფხაზეთის გამარჯვების“ ზეიმის პარალელურად, ე.წ. აფხაზური დროშის დაწვის გამო, საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ირაკლი ბებუა დააკავეს.
ბებია, გავრცელებულ ვიდეოში დროშის დაწვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა დასძენს, რომ არაფერი აქვს „აფხაზური დროშის“ და აფხაზების საწინააღმდეგო.
ახალგაზრდა მამაკაცი ყველა განაწყენებულ აფხაზს ბოდიშს უხდის და ამბობს რომ კვლავ მეგობრული ურთიერთობების აღდგენა სურს.
სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებლები დაკავებულის სიკვდილით დასჯას, საჯაროდ დახვრეტას ან დაწვას მოითხოვენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საკითხზე მუშაობენ.
უწყება განცხადების გავრცელებას დღეს გეგმავს.

https://www.youtube.com/watch?v=3WciaeqN7i0&fbclid=IwAR1_dCq3Ofj-Gr-ckCgslTYSeAPN5Hqz21hopo3h_CBO67ETx7AfzG-glm0

 

მსგავსი პოსტები

Back to top button