მნიშვნელოვანისიახლეები

,,ყველაფერი მორჩა! ვიბრუნებთ სამშობლოს! ყველაფერს ვკეტავთ,,-თბილისი 24 საათით გაიდაიკეტება-სტუდენტების აქცია გრძელდება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიცია დღეს თსუ-სთან ღამის გათენებას გეგმავს.
მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება შემდგომი გეგმა.
„ჩვენ აქ ვჩერდებით, გავათენებთ ღამეს თსუ-სთან. 24 საათი ვიქნებით აქ. გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ [თსუ-სთან] ვრჩებით. 24 საათი, ეს აქცია იდგება აქ – ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას, – ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთაველის გამზიზე შეკრების საზოგადოებას.
მისივე თქმით, ისინი ყველაფრისთვის მზად არიან.

“მორჩა სეირნობა, სიარული, ჟივილ-ხივილი, ყველაფერი მორჩა! ვიბრუნებთ სამშობლოს! ყველაფერს ვკეტავთ. აღარაფრის დრო აღარ გვაქვს. პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, ის ხალხი ვინც მიიღეთ ყველაზე მეტი ხმა საქართველოს მოსახლეობისგან, ვინც თქვა, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში და დიახ, ჩვენ მივდივართ ევროპაში.
მივესალმები რუსთაველის გამზირზე მყოფებს. ძალიან დიდი ბოდიში ყველას შეწუხებისთვის, მაგრამ ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით. 24 საათი ეს აქცია იდგება აქ, ვინ არის თანახმა თქვენს შორის არ შეუშინდეს დაჭერას, სიცივეს, რუსულ რეჟიმს? – იმიტომ, რომ ეს სამშობლო ჩვენია, მომავალი ჩვენია და ჩვენ მივდივართ ევროპაში!
ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. არც სხვა მაგისტრალებზე. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია. ყველას ძალიან დიდი ბოდიში შეწუხებისთვის, დისკომფორტისთვის. იმისთვის, რომ ეს დღეები თავისუფლად ვერ ივლით, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებთ იმას, რომ მთელი ჩვენი ისტორია მომავალი ისტორია ვიაროთ თავისუფლად ევროპისკენ.
ჩვენ მზად ვართ, ყველაფრისთვის. კვლავ ვიმეორებ, პასუხისმგებლობა ჩვენზეა – ლიდერებზე. პასუხისმგებლობა ჩვენზეა, მაგრამ ჩვენი ძალა თქვენშია. თქვენს გარეშე არაფერი არ გამოსულა, არც გამოვა არასდროს, თქვენი ხმები ჩვენ გვაძლიერებს. თქვენ მოპარული ხმები ჩვენ გვავალდებულებს, რომ ეს ქვეყანა, ხმები დავიბრუნოთ და ჩვენი საერთო წინაპრები, შვილები გვავალდებულებენ, რომ დავდგეთ და არ წავიდეთ, ვიდრე ამ ქვეყნიდან არ წავლენ “ქოცები”.
მაშ ასე, წერტილი პირველი. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ამ წელს გახსნილი მთავარი ეროვნული სიმბოლო, დღეს სამარცხვინო ელექტორატის ხელში ჩავარდნილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვდგავართ, ვრჩებით, ველოდებით “ქოცების” წასვლას”, – განაცხადა გვარამიამ.

“24 საათის განმავლობაში თბილისის ეს ტერიტორია გაიდაიკეტება… ჩვენ გადავდივართ არაძალადობრივი პროტესტის სხვა ეტაპზე”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საუბრობს და აქციაზე შეკრებილებს მიმართავს.

“ჩვენ ბევრს არ გვესმოდა, რა განცხადება გაკეთდა მეგობრების მხრიდან წინა კოლონაში და უნდა გავიმეორო თქვენთვის. დღეიდან ზუსტად 8 საათიდან, 24 საათის განმავლობაში, თბილისის აი ეს ტერიტორია გაიდაიკეტება. ჩვენ გადავდივართ არაძალადობრივი პროტესტის სხვა ეტაპზე. გადავდივართ იმ ეტაპზე, რასაც ჩვენი წარსული აწმყო და მომავალი გვკარნახობს. არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს ხალხი. არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ მსოფლიოში.

მაშასადამე, ჩვენ, პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც მოგვანიჭეს პოლიტიკური ნდობა, მაგრამ სისტემური გაყალბებით ხელისუფლება თვითმარქვიად გამოაცხადა საკუთარი თავი, ჩვენ ვმოქმედებთ დღეიდან და ამიერიდან მზარდად და მხოლოდ ადეკვატურად. დღეიდან 24 საათის განმავლობაში ხვალ საღამოს რვა საათამდე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ ადგილას, ჩვენ ვრჩებით აქ, უნივერსიტეტის წინ. დანარჩენი განცხადებები გაკეთდება მოგვიანებით.

ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. არავის ეგონოს, რომ ბრძოლა შენელდება. ეს ბრძოლა დასრულდება ერთადერთი გამოსავალით, ახალი არჩევნებით. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი. ქუჩა არის ყველაზე დემოკრატიული ინტრუმენტი და მექანიზმი და სხვა მექანიზმებთან ერთად ქართული საზოგადოება და ქართული ოპოზიციური პარტიები ქუჩას გამოვიყენებთ დემოკრატიისთვის. ჩვენი ხმა არ აისახა არჩევნების შედეგებში, იმიტომ რომ სისტემურად გაყალბდა და ჩვენი ხმა ქუჩებიდან აისახება იმ შედეგზე, რომელიც ახალი არჩევნებით დასრულდება,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button