28 000-მდე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2016 წელს 27 782 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი გამოცდაზე გამოცხადებულ აბიტურიენტთა 74%-ზე მეტს შეადგენს.
სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო გრანტი 6500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო, ხოლო 4000-მდე პირველკურსელი იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელწიფო სრულად აფინანსებს.
აბიტურიენტებს შედეგების ნახვა უკვე შეუძლიათ.