28 ამოსვენებულიდან 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული-შოვის სტიქიის 18 დღე

შოვის ტრაგედიიდან მე-18 დღეს სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ძებნის არეალი 60 კილომეტრზე მეტია. ჯერ კიდევ დარჩენილია ტერიტორიის რამდენიმე საყურადღებო ფრაგმენტი, სადაც სამძებრო ოპერაციები გრძელდება. სამაშველო ჯგუფი მდინარე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში მუშაობენ იძებნება ექვსი ადამიანი. ცოცხალ ძალასთან ერთად ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკაც.
მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.
„ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.
სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.
მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით“,- აღიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან 28 ამოსვენებულიდან 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება,- ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში, მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები.
„სტიქიის შედეგად დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, 28 მოქალაქის ცხედარია ამოსვენებული. აქტიურ რეჟიმში, მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები.
როგორც სტიქიის ეპიცენტრში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კალაპოტის ფორმირება.
პერიმეტრი გაზრდილია და კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 27 ამოსვენებულიდან 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის”,- განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.
რაჭის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე ამბობს, რომ დამეწყრილ ტერიტორიაზე დარჩენილია მიწის მცირე ფართობი, სადაც სამუშაოები გრძელდება. მისი თქმით, გაზრდილია პერიმეტრიც.
შეგახსენებთ, რომ რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.