მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

28 წლის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია UFC-ის მსუბუქ წონის (70 კგ) ჩემპიონია

ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია. მისი კარიერის მე-17 ბრძოლა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გამოვიდა და მსოფლიო სპორტის ისტორიაში ჩაიწერა. თოფურიამ ნევადაში, T MOBILE არენაზე, ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ არა მარტო წაუგებელი სერია გააგრძელა, არამედ მეტოქე სულ რაღაც 2 წუთსა და 27 წამში დაანოკაუტა. 28 წლის ქართველი მებრძოლი, ქვემსუბუწი წონის (65კგ) შემდეგ, უკვე მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონია. თოფურია თავიდანვე კარგად ახერხებდა ოლივეირას ყველა ძლიერი ირაღის განეიტრალებას. საბოლოოდ, ქართველმა მებრძოლმა შეხვედრა პირველ რაუნდში ნოკაუტით მოიგო.

თოფურია, ორგანიზაციის ისტორიაში, მე-10 სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. ის შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.
„ეს იყო ჩემი ოცნება და მე ეს რეალობად ვაქციე. საქართველო, ეს შენთვისაა!“ — განაცხადა თოფურიამ ბრძოლის დასრულების შემდეგ, როდესაც ოქტაგონის ცენტრში ქვეყნის დროშა მოიფარა.

8 ივნისს UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ქამარი ამერიკელ შონ ო’მალისთან გამარჯვების შემდეგ წარმატებით დაიცვა მერაბ დვალიშვილმა და ამჟამად მამაკაცთა შორის ორგანიზაციის შვიდი წონითი კატეგორიიდან ორის ჩემპიონი – ქართველია.

“უპირველეს ყოვლისა, მადლობა ღმერთს, ყველაფერი, რაც მაქს , რასაც წარმოვადგენ მისი დამსახურებაა. ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც გეგმაში გვქონდა”, – განაცხადა ილია თოფურიამ გამარჯვების შემდეგ.

ილია თოფურიას გამარჯვებას, UFC-ის კიდევ ერთი ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დვალიშვილი წერს, ილია თოფურიამ ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა და ის მისით შთაგონებულია.

“ილიამ ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა. ძალიან ვამაყობ და შთაგონებული ვარ მისით” – წერს UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში.

შედეგად, 28 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონია. თოფურია ორგანიზაციის ისტორიაში მე-10 სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. აქამდე სხვადასხვა დივიზიონის ქამარი რენდი კუტურმა, ბი ჯეი პენმა, კონორ მაკგრეგორმა, ჯორჯ სენ-პიერმა, დანიელ კორმიემ, ამანდა ნუნეშმა, ჰენრი სეხუდომ , ჯონ ჯონსმა და ალექს პერეირამ მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, UFC-ს სუპერმსუბუქი (61კგ) წონის ქამარი ამერიკელ შონ ო’მალისთან გამარჯვების შემდეგ წარმატებით დაიცვა მერაბ დვალიშვილმა და ამჟამად მამაკაცთა შორის ორგანიზაციის რვა წონითი კატეგორიიდან ორის ჩემპიონი ქართველია.

მსგავსი პოსტები

Back to top button