მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
3-12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება
3-12 მაისის ჩათვლით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს -ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო,
საბჭომ განიხილა ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა როგორც მთელს მსოფლიოში, ისე – საქართველოში.
აღინიშნა, რომ შეზღუდვა უკავშირდება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ უქმე დღეებს, რომლებიც 4-დან 11 მაისამდე გამოცხადდა და რომლის მიზანიც მობილობის შემცირებაა.
შეზღუდვა იმოქმედებს ყველა ქალაქში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს.