“3 აგვისტოს ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება”

30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
როგორც სინოპტიკოსმა ნინო წვერავამ განაცხადა, 28-29 ივლისს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა, იყოს სეტყვაც.
აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 37 გრადუსი.
30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით კი, საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსამდე მოიმატებს.