3 ინფიცირებული და 1 გამოჯანმრთელებული – ახალი მონაცემები

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა. განახლებული მონაცემები გამოვეყნდა საიტზე stopcov.ge.
საქართველოში დაავადების შემთხვევათა საერთო რიცხვი (25 მარტის 11 საათის მონაცემები) 73-მდე გაიზარდა. მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.
73 ინფიცირებულიდან 2 ავსტრიის მოქალაქეა და ისინი სამშობლოში გაამგზავრეს.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ახალი ინფიცირებულების ისტორია საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება.
“24 მარტის საღამოს შემდეგ კიდევ 3 ახალი შემთხვევა დაემატა, აქედან 2 არის ჩვენი შემთხვევა, 1 არ ვიცი რომელ დაწესებულებაში არის. გუშინდელი დღის განმავლობაში შემომატებული პაციენტიდან 2 არის ამერიკის ისტორია, 1 არის საფრანგეთის ისტორია. პაციენტების საქართველოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ინფექციური საავადმყოფოს ყველაზე მძიმე პაციენტად კვლავ ასაკოვანი ქალი რჩება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში COVID-19-ით დაავადების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.
კორონავირუსით საქართველოს სამი მოქალაქე გარდაიცვალა ესპანეთში.