მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

3 მარტი საქართველოში დედის დღეა

3 მარტს საქართველოში დედის დღეს აღნიშნავენ. ის ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა ის ცალკე მაინც აღინიშნება.

3 მარტი ოფიციალურად უქმე დღეა. ამ დღეს ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.

„დედის დღის” სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. ამ დღის აღნიშვნის პირველი მცდელობა 1972 წელს იყო. აქტივისტმა ჯულია უორდსმა გამოთქვა სურვილი, ყოფილიყო ისეთი დღესასწაული, რომელიც გააერთიანებდა ყველა დედას მშვიდობისთვის ბრძოლაში. მან საამისოდ არაერთი აქცია მოაწყო, მაგრამ უსაფუძვლოდ.

მხოლოდ მოგვიანებით, 1907 წელს, მოქალაქე ანა ჯავისმა, რომელიც ითვლება ამ დღის ერთ-ერთ ფუძემდებლად, დაიწყო ოფიციალური წერილების მიწერა ჩინოვნიკებისთვის, რომ აუცილებელი იყო დედის დღის დაწესება. მისი მცდელობები წარმატებით 1910 წელს დასრულდა და ვირჯინიის შტატში ოფიციალურად პირველად აღნიშნეს დედის დღე. ოთხ წელიწადში კი ის უკვე ოფიციალურად მიიღეს და მას მერე დღესასწაულს აღნიშნავენ ყოველი წლის მაისის მეორე კვირა დღეს.

დედის დღეს ამერიკაში დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავენ. ადამიანები განსაკუთრებით აფასებენ და ხაზს უსვამენ მათ ცხოვრებაში დედის აუცილებლობას და მადლობას უხდიან მათ უანგარო, უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. დედის დღე ამერიკაში შობისა და ვალენტინობის შემდეგ ყველაზე დიდ დღესასწაულად ითვლება. ამ დროს სატელეფონო ხაზები გადატვირთულია, საბარათე გაყიდვები პიკს აღწევს და რესტორნები სრული დატვირთვით მუშაობენ.

დედის დღის ტრადიციები ძირითადად მოიცავს საუზმეს საწოლში, ყვავილების თაიგულს, ღია ბარათებს ან საჩუქარს, და ვახშამზე დაპატიჟებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button