სპორტ-ნიუსისპორტი
3 ოქრო და 3 ახალი მსოფლიო რეკორდი

ლაშა ტალახაძემ უზბეკეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს 3 ოქროს მედალი მოუტანა.
მსოფლიოს და ევროპის 5 გზის და ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტაშკენტში 3 ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
აკვრაში მან 267 კგ დაძლია და მეორეადგილოსანს სოლიდური უპირატესობით,25 კგ.-ით გაუსწრო.
ქართველმა უძლიერესმა სპორტსმენმა ფიცარნაგზე ორჭიდის ჯამში 492 კგ.დააფიქსირა და სამივე მოძრაობის რეკორდი კიდევ ერთხელ დაამყარა.
აღსანიშნავია,რომ თავიდან 2- მა მსაჯმა 267კგ- ის ჩათვლაზე თავი შეიკავა,მაგრამ საბოლოოდ,მსოფლიომ ახალი რეკორდი ერთპიროვნულად აღიარა.
შეგახსენებთ,რომ ლაშა ტალახაძემ მიმდინარე წელს მოიგო ტოკიოს ოლიმპიადა,ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები.