მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

3 ტენდერში უკონკურენტოდ გამარჯვებული კომპანია

ზესტაფონის მერიის თანამშრომლების კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 38 130 ლარი მიიღო. კომპანია „ზესტაფონპროექტმა” სამ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ჯამში კი, 2011-2020 წლებში 43 ტენდერიდან 33 უკონკურენტოდ მოიგო და ბიუჯეტიდან 454 000 ლარი მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. მესამე სექტორში კორუფციის აშკარა ნიშნებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ იყო შემთხვევები, როცა ტენდერის პირობები „ზესტაფონპროექტის” დირექტორის შვილმაც კი შეადგინა და სამუშაოების შესრულების ინსპექტირებაც მას უნდა განეხორციელებინა.

“ზესტაფონის მერიის თანამშრომლების კომპანიამ, შპს ზესტაფონპროექტმა 2011-2020 წლებში ზესტაფონის მუნციიპალიტეტის ბიუჯეტიდან 40 ათასამდე ლარი მიიღო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სწორედ 40 ათას ლარამდე შესყიდვები განხორციელდა, გამოცხადდა 3 ტენდერი და სამივეში უკონურენტოდ გაიმარჯვა ამ კომპანიამ. გქვონდა შემთხვევები, როცა ტენდერი შეადგინა ამ კომპანიის უფროსის შვილმა და არის დღესაც. შესაბამისად, აქ რისკებია, ტენდერი მორგებული ყოფილიყო ამ კომპანიაზე და ამიტომ უკონკურენტოდ გაიმარჯვა.” – აღნიშნავს დათო მჟავანაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button