მნიშვნელოვანირეგიონი

3 წლის ბიჭის გარდაცვალების ადგილზე პოლიცია იმყოფება

მონუმენტი კომუნისტების მმართველობის ეპოქას ეკუთვნის და მას შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებულა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში, 3 წლის ბიჭის გარდაცვალების ადგილზე, დილიდან პოლიცია იმყოფება .

სამართალდამცავებმა ვეფხვისა და მოყმის მონუმენტთან მისასვლელი ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მცირეწლოვანის ოჯახი არხილოსკალოში, დასასვენებელ ადგილზე, ჯვრის სანახავად იმყოფებოდა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა.

მათივე თქმით, მონუმენტი კომუნისტების მმართველობის ეპოქას ეკუთვნის და მას შემდეგ, რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.

შეგახსენებთ, გუშინდელ ტრაგედიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
ბიჭს მოულოდნელად მონუმენტიდან ჩამონგრეული ფრაგმენტი დაეცა და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

დაღუპული ბიჭის ოჯახი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოდან არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button