სამხრეთ კორეის ქალაქ ულსანში 33-სართულიან საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა, 80-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შენობიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი.
ხანძარი მე-8 და მე-12 სართულებს შორის გაჩნდა და სწრაფად მოედო მთელ შენობას. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი ადვილად გავრცელდა და მის ჩასაქრობად მეხანძრეებს დაახლოებით 13 საათი დასჭირდათ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.